Belive

მაიკლ ოუენი: ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ადამიანი საფეხბურთო სამყაროში

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მერსისაიდელების" რიგებში ოუენს 297 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 158 გოლის გატანა შეძლო. ოუენი პროდუქტიული იყო ინგლისის ნაკრებშიც - 40 გოლით, იგი ნაკრების ბომბარდირებში მე-5 ადგილს იკავებს. 2001 წელს, მაიკლ ოუენი ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. "ლივერპულში" წარმატებულ კარიერას მადრიდის "რეალში" ტრანსფერი მოჰყვა, თუმცა მუდმივმა ტრავმიანობამ მას პოტენციალის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა. საფეხბურთო მოედანს გარეთ, მაიკლ ოუენი საკმაოდ უცნაური პიროვნებაა - მას არ უყვარს ფილმები, მუსიკა და ზრდასრულ ასაკში, საკუთარ ფინანსებს თავად არ მართავს.

ოუენს ცხოვრებაში 8 ფილმი აქვს ნანახი და არცერთი მსახიობის სახელი არ ახსოვს

"ფილმების ყურება ძალიან მოსაწყენია. ხანდახან მირჩევენ: "უყურე ამ ფილმს, მოგეწონება." დავიწყებ ფილმის ყურებას და 30-40 წუთის შემდეგ ვეღარ ვძლებ," განაცხადა ოუენმა. ფილმებთან დაკავშირებით, ოუენმა საკუთარ Twitter-ზე პოსტებიც განათავსა

"თვითმფრინავით მგზავრობისას, ცხოვრებაში მერვე ფილმს ვუყურე. რა თქმა უნდა, მოსაწყენი იქნებოდა. #მძულსფილმები

690 (1)
როგორც ირკვევა, ოუენს 8 ფილმი აქვს ნანახი: როკი, შერკინება, მოჩვენება, იურული პერიოდის პარკი, მაგარი ვირაჟი, ფავორიტი, კარატისტი ბიჭუნა, ფორესტ გამპი.
ერთ-ერთ ინტერვიუში, მან თქვა: "მსახიობი? არცერთი მსახიობის სახელი არ ვიცი."

ოუენი მუსიკას არ უსმენს

"რა მუსიკას უსმენთ ავტომობილში ყოფნისას?" - ჟურნალისტის ამ კითხვაზე ოუენმა შემდეგი პასუხი გასცა: "მუსიკას არ ვუსმენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი ავტომობილი პირადი სიმყუდროვისთვის მინდა. როდესაც მანქანაში ჩემი შვილები სხდებიან, მათ ყოველთვის მუსიკის ჩართვა სურთ, მე კი ჩემს ფიქრებში ბედნიერად ვარ გართული."

ოუენს ყავა და ჩაი არასოდეს დაულევია

"ყავა და ჩაი არასოდეს დამილევია, თუმცა მათი მომზადება ცოტა ხნის წინ ვისწავლე."

ოუენის საბანკო ანგარიშებს, გასულ წლამდე, მისი დედა აკონტროლებდა

"ამისი აღიარება მიჭირს, თუმცა ჩემი საბანკო ანგარიშის გამოყენება ცოტა ხნის წინ, 38 წლის ასაკში დავიწყე. მანამდე, ჩემს გადასახადებს დედაჩემი იხდიდა და ფულსაც ის განაგებდა," განაცხადა ოუენმა The Athletic-თან საუბრისას.    

სხვა სტატიები