Belive

მაიკლ ოუენი: "ხვიჩა კვარაცხელიამ ლივერპულის მარჯვენა ფლანგი ჩამოშალა" 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი "ლივერპული" 4:1 დაამარცხა, 21 წლის ქართველმა ტალანტმა ჯოვანი სიმოენესთვის საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

მატჩის შემდეგ, ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ოქროს ბურთის მფლობელმა მაიკლ ოუენმა ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის შესახებ ისაუბრა.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ნაპოლის" უფრო მეტი გოლის გატანაც შეეძლო. მათ 11-მეტრიანი გააფუჭეს და ასევე ბურთი ძელს გაარტყეს. რაც შეეხება "ლივერპულის" მარჯვენა ფლანგს, ის ამ შეხვედრაში საერთოდ არ არსებობდა და იგი ხვიჩა კვარაცხელიამ ჩამოშალა", - თქვა "ლივერპულის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მადრიდის "რეალის" ვეტერანმა ფეხბურთელმა.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შემდეგ შეხვედრას იტალიის სერია A-ში 10 აგვისტოს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები