Belive

მაკარიძე ბენფიკასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში "სეტუბალმა" შინ "ბენფიკა" მიიღო და ჩემპიონატის ლიდერს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა - 1:1. მასპინძელთა კარს იცავდა გიორგი მაკარიძე. 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა "ბენფიკასთან" 5 სეივი გააკეთა და ქულის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მაკარიძე "ბენფიკასთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი წინა ტურში, "პორტიმონენსესთან" შეხვედრის MVP-იც გახდა. ასე რომ, საქართველოს ნაკრების წევრი ბელარუსთან თამაშს კარგ ფორმაში ხვდება. ვლადიმერ ვაისს მასსა და გიორგი ლორიას შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება.
88225253_1072899636420876_8763058775172055040_n
 

სხვა სტატიები