Belive

მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა და მატჩის საუკეთესო გახდა - ალმერია ლა ლიგას მიუახლოვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, "ალმერიამ" "ჟირონა" სტუმრად, (1:0) დაამარცხა. ტრადიციულად​, ანდალუსიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მაკარიძე, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაამთავრა და კარი მშრალადაც შეინახა. ესპანური გუნდის მაისურით ეს საქართველოს ნაკრების მეკარისთვის, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 21 შეხვედრიდან მერვე მატჩი იყო, რომელშიც გოლი არ გაუშვა. 30 წლის ქართველი გოლკიპერი მოედანზე მყოფ ორივე გუნდის ჯამში 32 მოთამაშეს შორის საუკეთესო გახლდათ. ერთ-ერთი წამყვანი ევროპული სტატისტიკური კომპანიის, Sofascore-ის მონაცემებით, მაკარიძემ 7.7 შეფასება დაიმსახურა, მისი დეტალური სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: ბურთთან შეხება: 43; მოგერიება: 4; მოგერიება საჯარიმოს შიგნიდან დარტყმულის შემდეგ: 3; გუნდის გადარჩენა რეალური საგოლე მომენტისგან: 1; პასის სიზუსტე: 28/36 (78%); მოგებული ორთაბრძოლები: 1/1 გრძელი პასი: 14; ამ გამარჯვების შემდეგ, "ალმერიამ" 55 ქულა დააგროვა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ამ სეზონში პირველად, "ესპანიოლს" გადაასწრო და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე აღზევდა. მაკარიძის გუნდზე წინ მხოლოდ ერთპიროვნული ლიდერი "მალიორკაა", რომელსაც 60 ქულა აქვს. შემდეგ შეხვედრას "ალმერია" 15 მარტს, "ალკორკონთან" გამართავს. ესპანური ფეხბურთის ელიტაში რანგით მეორე დივიზიონიდან პირდაპირი წესით ორი გუნდი გადადის, შემდეგი ოთხი საუკეთესო კი (მესამედან მეექვსე პოზიციის ჩათვლით) ლა ლიგის საგზურს პლეი-ოფში გაითამაშებს. ტურნირის დასრულებამდე 14 ტურია დარჩენილი.

სხვა სტატიები