Belive

მაკარიძის მშრალი მატჩი - ალმერიამ ლა ლიგის გუნდი გაანადგურა და ესპანეთის თასის 1/8-ფინალში გავიდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრაში, "ალმერია" "ალავესს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით - 5:0 დაამარცხა. ლა ლიგის წარმომადგენელ გუნდთან გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვებაში თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მაკარიძემაც შეიტანა, რომელიც ტრადიციულად, თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. 30 წლის ქართველმა მეკარემ საერთო შეფასებაში, 7.6 კოეფიციენტი დაიმსახურა, რაც მოედანზე მყოფ 32 მოთამაშეს შორის მესამე შედეგი იყო. მაკარიძის დეტალური სტატისტიკა "ალავესის" წინააღმდეგ ასეთი გახლდათ:  მოგერიება: 3 მოგერიება საჯარიმოში: 2 შეხება: 34 პასების სიზუსტე: 22/23 (96%) გრძელი გადაცემა: 5 (4) ჩაჭრა: 1 საჰაერო დუელი: 2/2  

სხვა სტატიები