Belive

მაკარიძის შეძენა ლისაბონის სპორტინგს სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, გიორგი მაკარიძის შეძენა ლისაბონის "სპორტინგს" სურს. 29 წლის მეკარე კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. "სეტუბალის" მეკარემ მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 8-ჯერ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ მაკარიძის შეძენა რამდენიმე წლის წინ "ბრაგასაც" სურდა. მაშინ გიორგი "მორეირენსეში" თამაშობდა. "სპორტინგი" პორტუგალიის ჩემპიონატში 17 ქულით მეოთხე ადგილზეა. ლისაბონური გუნდი ევროპა ლიგაზე ასპარეზობს.

სხვა სტატიები