Belive

მაკედონია-კოსოვო მაყურებლის გარეშე ჩატარდება  

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ მაკედონიის სპორტის მინისტრის ვენკო ფილიპცის ინფორმაციით, გავრცელებული კორონავირუსის საფრთხის გამო, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებში ჩასატარებელი ყველა სპორტული მოვლენა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ცხადია, საქმე ეხება უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრასაც, რომელიც 26 მარტს უნდა გაიმართოს. მაკედონია-კოსოვოს მატჩი, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება, ხოლო ბილეთის მფლობელებს თანხა უკან დაუბრუნდებათ. არადა, მაკედონიაში COVID19-ით ინფიცირების მხოლოდ 7 შემთხვევა ფიქსირდება, მაშინ როცა ამჟამინდელი ინფორმაციით საქართველოს ტერიტორიაზე უკვე 23 დავირუსებული პიროვნება იმყოფება. ლოგიკურია, რომ მსოფლიოს მასშტაბით გადადებული არაერთი დიდი მასშტაბის სპორტული მოვლენის გადადების ან უმაყურებლოდ ჩატარების შემდეგ, საფრთხე ემუქრება საქართველო-ბელარუსის დაპირისპირებასაც. თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ დრომდე მატჩის ჩატარების შესახებ ცვლილება არ გამოუცხადებია.  

სხვა სტატიები