Belive

მაკედონია თბილისში შესაძლოა დიდი დანაკლისით ჩამოვიდეს - ნაპოლი ფეხბურთელებს ნაკრებებში არ უშვებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში შესაძლოა სერიოზული დანაკლისით ჩამოვიდეს. როგორც მაკედონიური გამოცემები იტალიურ Corriere dello Sport-ზე დაყრდნობით იუწყებიან, სერია A-ს რამდენიმე კლუბი კორონავირუსის პანდემიისგან თავდაცვის და ფეხბურთელების უსაფრთხოების მიზნით, სანაკრებო პაუზის დროს მოთამაშეთა ეროვნულ გუნდებში გაშვებას არ აპირებს. ამ გუნდების ნუსხაში "იუვენტუსი" და "ნაპოლიც" შედიან, ამ უკანასკნელის რიგებში კი მაკედონიელი ნახევარმცველი ელიფ ელმასი ირიცხება. 21 წლის ფეხბურთელს ჩრდ. მაკედონიის ნაკრებში უკვე 19 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის აქტივში 4 გოლია, ნეაპოლიტანურ კლუბში კი მიმდინარე სეზონშ 4 შეხვედრის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოახერხა. საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" შედგება.

სხვა სტატიები