Belive

მაკედონიას შესაძლოა საქართველოსთან წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს კორონავირუსის გამო შესაძლოა, მეორე პრობლემაც შეექმნას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე გუნდის მცველი კირე რისტევსკი ინფიცირებულია, რის გამოც ის თბილისში ვერ ჩამოვა. ამჯერად საფრთხე ემუქრება ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ნახევარმცველ, არიან ადემის. "დინამო ზაგრებში" ჩატარებულმა ტესტირებამ დადებითი პასუხი 9 ფეხბურთელზე აჩვენა. ხორვატები ზუსტ სახელსა და გვარებს არ ასახელებენ, თუმცა საკმაოდ რეალურია, რომ ინფიცირებულთა შორის გუნდის კაპიტანიც იყოს. საქართველოსა და მაკედონიას შორის გასამართ ფინალამდე მხოლოდ 8 დღე რჩება. 12 ნოემბერს ისტორიული შეხვედრა "დინამო არენაზე" 21 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები