Belive

მაკედონიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ლიდერი არ ეყოლება - ვაისმა დანაკლისზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უდიდესი ალბათობით, უეფას ერთა ლიგის C დივზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია "ჯვაროსნების" მთვარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გაავრცელა. ჯერჯერობით უცნონია თუ რა მიზეზი გამო უწევს ოქრიაშვილს შეხვედრის გამოტივება, მაგრამ სლოვაკმა სპეციალისტმა "ანორთოსის" ქართველი ათიანი იმ მოთამაშეებთან ერთად მოიხსენია, რომლებიც გუნდისთვის დახმარებას სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებენ: "მაკედონიას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება, თუმცა ამ მხრივ პრობლემები ჩვენც გვექნება, გუნდის კაპიტნის ჯაბა კანკავას, ლიდერების, ოქრიაშვილის, ჩაკვეტაძის, კაშიას და კაკაბაძეს გარეშე ვითამაშებთ”. 28 წლის შემტევი შესანიშნავ ფორმაშია, მან საქართველოს ნაკრების ზედიზედ სამ მატჩში გოლის გატანა მოახერხა (მათ შორის მაკედონიასთან თბილისურ დაპირისპირებაში), ბოლო 11 შეხვედრაში 8-ჯერ შეაგდო, “ანორთოსისში” გატარებულ ერთ წელიწადში კი 20 მატშჩი 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები