მაკედონიის მწვრთნელი: “იმის გათვალისწინებით, რაც მოედანზე მოხდა, კარგი შედეგია” 

თბილისში, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებთან, თბილისში ნათამაშები ფრეს – 1:1 შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ შეხვედრა შეაფასა.

საბოლოო ჯამში, ორივე გუნდმა თითო ქულა მოიპოვა და ეს ძალიან დამსახურებული იყო. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ჩემს ფეხბურთელებს ვულოცავ, რადგან მათ მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშეს.

მატჩამდე ვთქვი, რომ ბატონ ვაისს და მის გუნდს პატივს ვცემ, თუმცა რთული პერიოდია და რამდენიმე მოთამაშე გვაკლია, წინააღმდეგ შემთხვევაში უკეთ თამაში ნამდვილად შეგვიძლია. 

რაც მოედანზე მოხდა, იმის გათვალისწინებით კარგი შედეგია. საქართველოს ნაკრები დომინირებდა, თანაც ჩვენ ბოლო ნახევარი საათი მინდორზე კაცნაკლულნი ვიყავით

ორივე გუნდი ნახევარფინალშია და ახლა სწორედ ამ შეხვედრებისთვის უნდა მოვემზადოთ“, – თქვა მაკედონიელმა სპეციალისტმა.

(1385)

მაკედონიის მწვრთნელი: “იმის გათვალისწინებით, რაც მოედანზე მოხდა, კარგი შედეგია” 

სტატიის ავტორი
-