Belive

მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: "ჩვენს მეტოქეს საკადრო პრობლემები აქვს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრის წინ, მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ პრესკონფერენცია გამართა და როგორც მის გუნდში არსებული მდგომარეობის, ისე "ჯვაროსნების" ძალების შესახებ ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ესტონეთში დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ, გუნდში კარგი ატმოსფეროა. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, სადამდეც მხოლოდ 1 ნაბიჯი გვაშორებს.  ხვალ იმ გუნდს დავუპირისპირდებით, რომელიც ფინალში ჩვენი მეტოქე იქნება და იმის მიუხედავად, რომ დანაკლისი გვაქვს, ყველა ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე გავა, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. ისტორიაში პირველად, ჩვენ 7 დღეში სამი მატჩის ჩატარება მოგვიწია, პირველი მათგანი ყველა ასპექტის გამო ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  ჩემს ვიზავის საქართველოს ნაკრებში ასევე ტრავმებთან გამკლავება უწევს და ბევრი საკადრო პრობლემა აქვს, მაგრამ ეს სწორედ მწვრთნელების გამოწვევაა. - თქვა ანგელოვსკიმ.

საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის შეხვედრა სკოპიეში 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები