Belive

მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: "გაჩერებას არ ვაპირებთ, ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვითამაშოთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ეროვნულ გუნდთან გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა. "ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ და რა მიზნის მისაღწევადაც ვთამაშობთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, მოტივირებულები, რომ მაღალ დონეზე ვითამაშოთ მატჩი და გავიმარჯვოთ, რათა საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ.  ეს არის მატჩი, რომელსაც ნამდვილად განსაკუთრებული ემოციები სდევს თან, რადგან ისტორიული წარმატების შანსი გვაქვს.  ის, რომ დღეს აქ ვართ, ჩვენს მიერ ნაჩვენები წარმატებული შედეგების დამსახურებაა, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.  ეს სრულიად ახალი მატჩია, რომელიც სრულფასოვნად განსხვავდება წინა ორი დაპირისპირებისგან. ორი ეროვნული გუნდი გადამწყვეტ დუელს ითამაშებს, რომელშიც ყველაფერს ნიუანსები გადაწყვეტს და იმედი მაქვს, ამით ჩვენ ვისარგებლებთ", - თქვა იგრო ანგელოვსკიმ. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება. ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები