Belive

მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "იღბალი მამაცების მხარეს იქნება"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მუჰამედ სეიდინიმ საქართველოს ნაკრებთან გასამართი ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ისაუბრა. "გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ჩვენს ფეხბურთელებს ფინალში საქართველოს წინააღმდეგ. ამ გუნდს აქვს ხასიათი, ძალა და მოთმინება. მჯერა, რომ შესანიშნავი წარმატება და ისტორიული გამარჯვება გვექნება. იღბალი მამაცების მხარეს იქნება. აჩვენეთ, რამდენად ძლიერი და ერთიანები ვართ", - თქვა მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება

სხვა სტატიები