Belive

მაკელელე: "პოგბა გოლის ასე აღნიშვნით მეტოქეს შეურაცხყოფს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, კლოდ მაკელელეს განცხადებით, პოლ პოგბას გოლის აღნიშვნის მანერა მეტოქე გუნდისთვის შეურაცხმყოფელია. "გაიხსენეთ ტიერი ანრი - როდესაც მას გოლები გაჰქონდა, გვიკვირდა რომ იგი გატანილ გოლს პომპეზურად არ აღნიშნავდა. ერთხელ მან განმარტა, რომ ამას მეტოქეს პატივისცემით აკეთებდა. რაც შეეხება პოგბას, მე მას ვეტყოდი, რომ ჯობს გასახდელში გააკეთოს ის, რასაც იგი გატანილ გოლის შემდეგ აკეთებს," განაცხადა კლოდ მაკელელემ. მაკელელე თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველი იყო. მას კარიერის განმავლობაში "რეალსა" და "ჩელსიში" აქვს ნათამაშები. ამჟამად იგი ბელგიური საფეხბურთო გუნდის, "ეუპენის" მწვრთნელია.

სხვა სტატიები