მბაპე: “მაკრონს ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია”

კილიან მბაპემ განაცხადა, რომ “პსჟს”-თან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაზე საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს გავლენა არ მოუხდენია.

„ბევრი ვისაუბრე პრეზიდენტთან. მას სურდა, რომ “პსჟ”-ში დავრჩენილიყავი. ვხვდები, რომ ფეხბურთი შეიცვალა და ახლა მას საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რაც ძალიან გაუხარდა.

არა, მაკრონი ჩემს არჩევანში არ ჩარეულა. მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილება იმიტომ არ მიმიღია, რომ დარჩენა მაკრონმა მთხოვა. თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო,” – ამბობს მბაპე.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად “რეალ მადრიდის” არაერთი მცდელობისა, კილიან მბაპემ პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

მბაპე: “მაკრონს ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია”

სტატიის ავტორი
-