Belive

მალაგა და რუსული გუნდები - ლოკომოტივს რთული სპარინგები ელის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლოკომოტივმა" ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის პირველი ეტაპი დაასრულა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი, ინტენსიურ წვრთნას თბილისის ზღვაზე მდებარე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გადიოდა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, "ლოკო "უცხოურ შეკრებას თურქეთში გეგმავდა; თუმცა, მოხდა ცვლილებები და ბელეკის ნაცვლად, თბილისელები შეკრებას ესპანეთში გაივლიან.

თბილისური შეკრების ფარგლებში, "ლოკომოტიველებმა" ოთხი ტესტ-მატჩიც გამართეს. პირველ შეხვედრაში, გუნდმა დიდი ანგარიშით - 8:0 დაამარცხა "გარეჯი". ამის შემდეგ, "ლოკომ" 1:1 ითამაშა "საბურთალოსთან"; "დინამო ბათუმთან" 1:2 დამარცხდა, ხოლო თბილისში გამართულ ბოლო ტესტ-მატჩში, ჭიაბრიშვილის გუნდმა "გაგრასთან" სამბურთიანი სხვაობით წააგო.

6 თებერვალს, "ლოკომოტივი" ესპანეთში, ანდალუზიის რეგიონში, ქალაქ მარბელაში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამართავს:

8 თებერვალი - ლოკომოტივი Vs როსტოვი (რუსეთი)

11 თებერვალი - ლოკომოტივი Vs კრასნოდარი (რუსეთი)

14 თებერვალი - ლოკომოტივი Vs ლოკომოტივი მოსკოვი (რუსეთი)

17 ან 18 თებერვალი - მალაგა Vs ლოკომოტივი

 "ლოკომოტივი" თბილისში 20 თებერვალს დაბრუნდება და ჩემპიონატის განახლებამდე, 1 კვირა მზადებას დედაქალაქში გააგრძელებს.

წყარო: fcloco.ge

სხვა სტატიები