Belive

პაოლო მალდინიმ მილანის მომავალზე ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და "მილანის" სპორტულმა დირექტორმა - პაოლო მალდინიმ, ცნობილი იტალიურ გამოცემასთან, "Gazzeta"-სთან კლუბის მომავალზე საუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელი ძირითადად ოთხ თემას შეეხო.
"ახლა იმისათვის, რომ "მილანი" კიდევ უფრო გაძლიერდეს და ჩემპიონთა ლიგაზე კარგი შედეგისთვის ვიფიქროთ, გვჭირდება 3 ძლიერი, კარგი და ხარისხიანი ტრანსფერი. ჩვენ  თუ ამას ვიზამთ, შეგვიძლია დავიწყოთ დიდი გამარჯვების ციკლი. იმასთან დაკავშირებული ჭორები, რომ ჩვენს კლუბს ზაფხულში რაფაო ლეაო დატოვებს, სისულელეა. ჩვენ პორტუგალიელთან ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ მას არსად წასვლა არ სურს. მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა და რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მას არ გავუშვებთ, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამ ფორმაციის "მილანში", ლეაო ხელშეუხებელია.  რაც შეეხება ზლატანის თემას, მე მას პირადად დაველაპარაკე და ვთხოვე, რომ ამ ზაფხულში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება არ მიეღო, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე და მომავალ სეზონში დაგვჭირდება. შემიძლია გითხრათ, რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პრობლემა არ გვექნება.  ერთადერთი ფაქტი და თემა, რომელზეც გულდაწყვეტილი ვარ, არის ის, რომ მე და მასარას (მილანის ამჟამინდელ დირექტორს) კონტრაქტი გვეწურება, როგორც ჩანს გუნდში ამ ფაქტზე არ წუხან, რადგან ამ წამამდე არავინ არ დაგვკავშირებია კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე..." - პაოლო მალდინი
შეგახსენებთ, რომ "მილანმა" 2021/2022 წლების სეზონის სერია ა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი 2022/2023 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.

სხვა სტატიები