Belive

მალენი მილანში? როსონერი პსვ-ს თავდამსხმელის შეძენას ეცდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სანდო წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ იტალიური "მილანი" ზაფხულში "პსვ"-ს თავდამსხმელის დონიელ მალენის შეძენას ეცდება. მალენმა დეკემბერში მუხლის ტრავმა მიიღო, რასაც კორონავირუსის გამო შეწყვეტილი ერედივიზიონი დაემატა და შესაბამისად დიდი ხანია მინდორზე აღარ გვიხილავს. მანამდე კი იგი შესანიშნავად ასპარეზობდა და ჩატარებულ 25 მატჩში 17 გოლის გატანა შეძლო. ამავე წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინო რაიოლამ მისი აგენტის სატრანსფერო თანხად კლუბთან შეთანხმებით 25 მილიონი ევრო დაასახელა. "ლა გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ზაფხული სატრანსფერო პერიოდი სწორედ ის დრო იქნება როდესაც "როსონერი" მალენის ამბავს აქტიურად მიხედავს. "მილანი" მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შეთავაზების გაკეთებას "არსენალიც" გეგმავს. საინტერესოა რომ დონიელ მალენი "პსვ"-ში სწორედ "მეთოფეთა" ახალგაზრდული გუნდიდან აღმოჩნდა, 500 000 ფუნტის სანაცვლოდ. 21 წლის ფორვარდს ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში, სადაც მისმა ნაკრებმა გერმანია 4:2 დაამარცხა.

სხვა სტატიები