Belive

მალინოვსკი: "იმედია მირანჩუკს ესმის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინისა ნაკრებისა და "ატალანტას" ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს FIFA-ს და UEFA-ს გადაწყვეტილებას და რუსული გუნდების ყველა ტურნირიდან მოკვეთას ემხრობა.
"ვფიქრობ, რუს სპორტსმენებს უკვეა არაერთი მესიჯი გაუგზავნეს. თუ ფეხბურთელები არ დაიწყებენ საუბარს, მათ მხოლოდ ერთმანეთთან თამაში მოუწევთ, სხვაგან აღარსად. ფიფას და უეფას სანქციები მიზნად ისახავს არა რუსული ფეხბურთის მოკვლას, არამედ ამ აგრესიის შეჩერებას და უკრაინის დახმარებას. შეუძლებელია ამ სიტუაციაში არ იმოქმედო. მტრები მოვიდნენ ჩვენს მიწაზე ისე, რომ არ აინტერესებთ უკრაინელების აზრი."
როგორც იცით, "ატალანტას" რიგებში რუსი ფეხბურთელი, ალექსეი მირანჩუკი თამაშობს. მალინოვსკიმ თანაგუნდელზეც ისაუბრა.
მირანჩუკი შოკირებული იყო ამ სიტუაციით, რადგან  ომის დაწყებას არც ის ელოდა. მას უკრაინიდან მიღებულ ინფორმაციას ვაძლევ. იმედი მაქვს, მირანჩუკს ესმის, რომ რუსეთის ფედერაციამ ომი დაიწყო, ეს არ არის რაღაც "ოპერაცია", - განაცხადა მალინოვსკიმ.

სხვა სტატიები