Belive

მალხაზ ასათიანი მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყველა დროის 10-საუკეთესო ტრანსფერში მოხვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მალხაზ ასათიანი მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყველა დროის ათ საუკეთესო ტრანსფერში მოხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას m.sport-express ავრცელებს. ქართველი ფეხბურთელი „რკინიგზელებმა“, ქუთაისის „ტორპედოდან“, 2003 წელს, 600 ათას ევროდ შეიძინეს და თუ ნაკრებში მას ძირითადად ნახევარმცველად უწევდა თამაში, „ლოკომოტივში“ იური სიომინმა ცენტრალურ მცველად დააყენა. შვიდი წლის განმავლობაში „ლოკომოტივში“ გამართულ 125 შეხვედრაში, ასათიანმა თავი 6 გოლით გამოიჩინა, საქართველოს ნაკრებში კი, 42 მატჩში 4 ბურთი გაიტანა. წყარო : Imedinews.ge

სხვა სტატიები