Belive

მალკომი: "შესაძლოა, ბარსელონაში დავბრუნდე"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა "მალკომმა", რომელიც ამჟამად სანქტ-პეტერბურგის "ზენიტში" ირიცხება, "ბარსელონაში" დაბრუნება არ გამორიცხა. "ვალვერდესთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ის კარგი მწვრთნელი და ადამიანია. მას არასდროს განუმარტავს თუ რატომ არ მომცა სათამაშო დრო, მაგრამ ეს არ მაბრაზებდა, რადგან ჩვენ პროფესიონალები ვართ და ეს ჩვეული მოვლენაა. ვარჯიშზე თავდაუზოგავად ვიხარჯებოდი და როცა შანსი მომეცა, გამოვიყენე. არასდროს ვიცით რა მოხდება მომავალში. შესაძლოა, "ბარსელონაში" დავბრუნდე, ეს ძალიან გამახარებს. თუმცა, ახლა მთლიანად "ზენიტზე" ვარ კონცენტრირებული. როცა რუსეთიდან შეთავაზება მივიღე, უყოყმანოდ დავთანხმდი, რადგან გუნდი ევროპულ ტურნირებში მონაწილეობს. მინდა "ზენიტთან" ერთად ყველა ტიტული მოვიგო",-თქვა 23 წლის შემტევმა. მალკომი რუსულ გუნდში შარშან ზაფხულში, 40 მილიონად გადავიდა და 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები