Belive

მალკომის შესანიშნავი სტატისტიკა მადრიდის რეალთან

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევმა, მალკომმა, "ელ კლასიკოში" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელმა "რეალს" მახვილი კუთხიდან გოლი გაუტანა და ამასთან, მაყურებელს თავი რამდენიმე ეფექტური მომენტით დაამახსოვრა. მალკომმა მოედანზე 76 წუთი გაატარა და ამ მომენტში მისი მონაგარი შემდეგი იყო:
  • 30 ზუსტი გადაცემა
  • პასის სიზუსტის 75%-იანი მაჩვენებელი
  • 3 საკვანძო პასი
  • 5 დრიბლინგი
  • 1 ართმევა
  • 10 მოგებული ორთაბრძოლა
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბრაზილიელის სატრანსფერო საგა ერთ-ერთი გამორჩეული იყო ამ ზაფხულში: “ბორდოს” 21 წლის თავდამსხმელს “რომა” ყიდულობდა და შეთანხმების თანახმად, იტალიის დედაქალაქში 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა გადასულიყო. მაშინ, როდესაც მალკომს უკვე რომის აეროპორტში ელოდნენ, კატალონიელებმა ფრანგულ კლუბს 41 მილიონი ევრო შესთავაზეს, ტრანსფერის ჩაშლა მოახერხეს და მალკომიც “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა.

სხვა სტატიები