Belive

"მამამისი არ ვარ," - ტუხელი ნეიმარის მადრიდში ვიზიტზე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნეიმარი ჟურნალისტებმა მადრიდში, მეგობრებთან ერთად დევისის თასის თამაშზე შენიშნეს. იქიდან გამომდინარე, რომ "პსჟ"-ს პარასკევს, "ლილის" წინააღმდეგ ლიგა 1-ის მატჩი ელის, ბრაზილიელის ვიზიტი ესპანეთში მოულოდნელი გამოდგა. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ამის შესახებ ისაუბრა. "რა შემიძლია გავაკეთო? არც მისი მამა ვარ და არც პოლიცია, მე მწვრთნელი ვარ. გუშინ, ფრენის შემდეგ, ნეიმარს კარგი ვარჯიში ჰქონდა. როგორც მწვრთნელი კმაყოფილი ვარ თუ არა ბრაზილიელის მოგზაურობით? არა, სულაც არა და ეს გასაგებია. ნეიმარი ორი კვირის განმავლობაში საქმეს პროფესიონალურად უდგებოდა. ის სხვებზე მეტს აკეთებდა როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდთან ერთად. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ნეიმარი ხვალ თამაშს შეძლებს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მას ძირითად შემადგენლობაში დავაყენებთ, თუ მოედანზე სათადარიგო სკამიდან შემოვიყვანთ," - თქვა ტუხელმა. შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა 13 ოქტომბერს ნიგერიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო. მას შემდეგ ბრაზილიელს არ უთამაშია.

სხვა სტატიები