Belive

მამარდაშვილი: "არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგური მატჩი იყო"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა,  ამხანაგურ მატჩში, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე ინგლისის ახალგაზრდული გუნდი - 3:2 დაამარცხა და კალენდარული წელი გამარჯვებით დაასრულა. ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, მატჩის შესახებ გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.
"კარგი და დაძაბული მატჩი გამოდგა, როგორც ჩვენთვის, ალბათ ასევე ინგლისელებისთვისაც. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით. სტადიონზე კარგი ატმოსფერო იყო და გულშემატკივარს მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო," - გიორგი მამარდაშვილი.

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები