,,ვალენსიას” ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 22-ე ტურში ,,ატლეტიკოსთან” მატჩის განაცხადში არ იქნება. ინფორმაციას plaza deportiva ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ,,ღამურების” მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის, გადაწყვეტილებით, მამარდაშვილი მადრიდში არ გაემგზავრება, რისი მიზეზიც მეკარის ჭარბი წონაა. უკვე ცნობილია, რომ გიორგის ადგილს განაცხადში კრისტიან რივერო დაიკავებს.
მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა ,,ვალენსიას” მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაუშვა. 21 წლის მეკარემ ბოლოს 22 სექტემბერს, ,,სევილიას” წინააღმდეგ ითამაშა.
Mamardashvili no viaja a Madrid por sobrepeso https://t.co/GQWgVi9jtP
— Plaza Deportiva (@plazadeportiva_) January 22, 2022