Belive

მამარდაშვილი ბილბაოსთან მატჩში ვალენსიას სათადარიგოთა სკამზეა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-7 ტურში ,,ვალენსია” ,,ბილბაოს” უმასპინძლებს. მატჩი 18:15 საათზე დაიწყება. ,,ღამურების” ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში აქამდე ზედიზედ 6 შეხვედრა ჩაატარა. მამარდაშვილმა წინა 6 მატჩში შვიდი გოლი გაუშვა, ორ თამაშში კი კარი მშრალად შეინახა. 6 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 10 ქულით ცხრილის მე-5 პოზიციაზეა და ლიდერ ,,რეალს” 6 ქულით ჩამორჩება.


სხვა სტატიები