Belive

მამარდაშვილი ლა ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეს შორისაა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას'' მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, Transfermarkt-ი 10 მილიონ ევროდ აფასებს. ქართველი მეკარე ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მეცხრე ადგილს იკავებს. 2021-2022 წლების სეზონის დაწყებამდე, მამარდაშვილის ფასი 800 ათასი ევრო იყო, შესაბამისად, მისმა ღირებულებამ 9.2 მილიონით (1150%-ით) მოიმატა, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია. ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე - ტიბო კურტუაა, რომელიც 60 მილიონ ევროდაა შეფასებული, მეორე ადგილს 45 მილიონით იან ობლაკი (ატლეტიკო) იკავებს, მესამეზე კი - მარკ-ანდრე ტერ შტეგენია (ბარსელონა, 30 მილიონი). მამარდაშვილმა გასულ სეზონში ,,ვალენსიას'' მაისურით 21 შეხვედრა ჩაატარა - 21 წლის მეკარემ 22 გოლი გაუშვა, 9-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა. ლა ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებული მეკარე:
  1. ტიბო კურტუა - 60 მილიონი ევრო (რეალი)
  2. იან ობლაკი - 45 მილიონი ევრო (ატლეტიკო)
  3. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი - 30 მილიონი ევრო (ბარსელონა)
  4. უნაი სიმონი - 25 მილიონი ევრო (ბილბაო)
  5. ალექს რემირო - 22 მილიონი ევრო (სოსიედადი)
  6. ბონო - 18 მილიონი ევრო (სევილია)
  7. რუი სილვა - 15 მილიონი ევრო (ბეტისი)
  8. ლუის მაქსიმიანო - 12 მილიონი ევრო (გრანადა)
  9. გიორგი მამარდაშვილი - 10 მილიონი ევრო (ვალენსია)
  10. სერხიო ერერა - 8 მილიონი ევრო (ოსასუნა)
 

სხვა სტატიები