Belive

მამარდაშვილი ლა ლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდშია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. გუშინ, სათამაშო კვირა "რეალისა" და "მალიორკას" შეხვედრით დასრულდა. მადრიდელებმა მეტოქე სტუმრად 0:3 დაამარცხეს, რის შემდეგაც გამოცემებმა ტურის 11-ეულიც შეადგინეს. მამარდაშვილმა, რომელმაც "ხეტაფესთან" 6 ოფიციალური სეივი მიითვალა და კარი მშრალად შეინახა, Sofascore-სგან 8,1 ქულა მიიღო. ამ შეფასებით "ვალენსიას" 21 წლის ქართველი მეკარე საუკეთესო იყო.
Team of the Week provided by SofaScore LiveScore
ლა ლიგაში "ვალენსიას" მაისურით ჩატარებულ 11 მატჩში გიორგი მამარდაშვილს ანგარიშზე 5 მშრალი მატჩია. 45%-იანი შედეგით ქართველს ლა ლიგაში მეოთხე შედეგი აქვს იმ მეკარეებს შორის, რომლებმაც მონაწილეობა 10+ თამაშში მიიღეს.

სხვა სტატიები