Belive

მამარდაშვილი ბილბაოსთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 35-ე ტურში ,,ბილბაომ'' ,,ვალენსიას” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. ,,ღამურების” ძირითად შემადგენლობაში მე-18 შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა. ქართველმა მეკარემ დღევანდელ მატჩში მეტოქის დარტყმა ხუთჯერ მოიგერია. მატჩის დასრულების შემდეგ, მამარდაშვილი ლა ლიგამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად (KING OF THE MATCH) დაასახელა (მესამედ სეზონში). 35 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 44 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. ხოსე ბორდალასის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, ,,ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები