Belive

მამარდაშვილი ლევანტესთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 34-ე ტურში ,,ვალენსიამ” ,,ლევანტეს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ,,ღამურების” ძირითად შემადგენლობაში მე-17 შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა. ქართველმა მეკარემ დღევანდელ მატჩში მეტოქის დარტყმა ხუთჯერ მოიგერია, 70-ე წუთზე კი დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩის დასრულების შემდეგ მამარდაშვილი ლა ლიგამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად (KING OF THE MATCH) დაასახელა (მეორედ სეზონში). 34 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 43 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. ხოსე ბორდალასის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, ,,ბილბაოს” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები