Belive

შანსი მამარდაშვილს | გიორგიმ შესაძლოა სასტარტო 11-ეულში ითამაშოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მამარდაშვილი 2-თვიანი პაუზის შემდეგ, შესაძლოა, "ვალენსიას" სასტარტო 11-ეულს დაუბრუნდეს. 2 დეკემბერს "ღამურებს" კოპა დელ რეის პირველი რაუნდის მატჩი "უტრილიასთან" ელით. ესპანური plazadeportiva წერს, რომ ხოსე ბორდალასი აღნიშნულ შეხვედრაში შანსს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცემს. ესპანეთის თასის შეხვედრაში კი გიორგი მამარდაშვილის ძირითად შემადგენლობაში დაყენება მოსალოდნელია. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ლა ლიგის სეზონის საწყის 6 ტურში ითამაშა. 21 წლის მეკარემ 7 გოლი გაუშვა და 2 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. სამწუხაროდ, "სევილიასთან" დაშვებული შეცდომების შემდეგ, "ვალენსიას" მთავარი მეკარის სტატუსი კვლავ იასპერ სილესენმა დაიბრუნა.

სხვა სტატიები