Belive

მამარდაშვილი TOP 10-ში | ფეხურთის ობსერვატორიამ გიორგის ფასი დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ფეხბურთის ობსერვატორიამ" TOP 5 ლიგებში მოთამაშე 23-წლამდე ასაკის მეკარეების სატრანსფერო ღირებულება გამოაქვეყნა. საკუთარ პოზიციაზე TOP 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი. CIES-ის ეკონომიკური მოდელის მიხედვით, "ვალენსიას" 21 წლის მეკარის ფასი 8 მილიონ ევროს შეადგენს. ამ მაჩვენებლით მამარდაშვილი მე-7 პოზიციას იკავებს, რეიტინგს კი სათავეში ევროპის ჩემპიონი და "პსჟ"-ს კიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა იკავებს. აქვე გეტყვით, რომ ის "ფეხბურთის ობსერვატორიამ" 80 მილიონ ევროდ შეაფასა. შეგახსენებთ, რომ გიორგი "ვალენსიას" ძირითად 11-ეულში იასპერ სილესენმა ჩაანაცვლა. უკვე რამდენიმე თვეა ახალგაზრდა ქართველი სათადარიგო სკამზეა. დიდი ალბათობით, მამარდაშვილს "ვალენსია" "დინამო თბილისიდან" გამოისყიდის.

სხვა სტატიები