Belive

მამარდაშვილის 25 წუთი - ვალენსია მესამე დივიზიონის გუნდთან დამარცხდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022/23 წლების სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, "ვალენსიამ" პირველი ამხანაგური შეხვედრა წააგო. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის წარმომადგენელ "კასტელონთან" - 0:1 დამარცხდა. "ღამურების" სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც სათამაშოდ მიცემულ 25 წუთში გოლი არ გაუშვია. ძირითად შემადგენლობაში ხაუმე დომენიკმა ითამაშა, ხოლო იასპერ სილესენი განაცხადში არ ყოფილა, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს ესპანურ მედიაში გავრცელებულ იმ ცნობას, რომ ნიდერლანდელი მეკარე მშობლიურ კლუბ "ნაიმეგენში" ბრუნდება. "ვალენსია" შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 6 აგვისტოს, "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს, პირველ მატჩს "ვალენსია" 14 აგვისტოს, ლა ლიგაში დაბრუნებული "ჟირონას" წინააღმდეგ, საშინაო კედლებში გამართავს.  

სხვა სტატიები