Belive

მამუჩაშვილი: "პირველი ტური ყოველთვის რთულია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი დაიწყო. ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, “დინამო ბათუმი” შინ დებიუტანტ, თბილისის “მერანს” დაუპირისპირდა. ჯონი ბაკურიძის სახელობის ბაზაზე გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა – 0:0. თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა "დინამო ბათუმის" ნახევარმცველმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა: "პირველ რიგში, სეზონის სტარტზე, საწყისი ტურების ჩატარება ყოველთვის ძალიან რთულია. უპირატესობას ვფლობდით და 100%-იანი მომენტებიც შეგვექმნა, თუმცა გატანა ვერ მოვახერხეთ. არ ვფიქრობ, რომ გუნდს შეთამაშების პრობლემა აქვს. შეკრებაზე მატჩები ჩავატარეთ და სეზონის მიმდინარეობასთან ერთად, რა თქმა უნდა, ერთმანეთს უკეთესად გავუგებთ. მატჩიდან მატჩამდე თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ და მოგებებსაც დავიწყებთ. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა გუნდთან, "დინამო თბილისთან" მომდევნო მატჩიც  რთული იქნება. ბიჭები მოედანზე მოსაგებად გავალთ," - თქვა ვლადიმერ მამუჩაშვილმა.

სხვა სტატიები