Belive

მამუკა ჯუღელი: "სოლომონ კვერკველიამ "ლესტერს" "ლოკომოტივი" ამჯობინა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთში მოღვაწე აგენტმა და როგორც უწოდებენ რუსული ფეხბურთის "რუხმა კარდინალმა" მამუკა ჯუღელმა, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, სოლომონ კვერკველიას ინგლისში გადაბარგების შანსები გაიხსენა: "სოლომონმა "ლესტერში" გადასვლაზე უარი განაცხადა, რადგან "ლოკოსთან" ერთად ჩემპიონობა უნდოდა. 2018 წელს ინგლისელების 10 მილიონიანი წინადადება მაგიდაზე "ლოკომოტივს" მაგიდაზე ედო, თუმცა საბამ თქვა: "სიომინს ვერ ვუღალატებ, მან ჩემთვის ბევრი გააკეთა. "ლოკომოტივთან" ერთად ჩემპიონი უნდა გავხდე. ჩემთვის კვერკველია 150 მილიონი ღირს. ის მხოლოდ 27 წლისაა. მას სჯერა, რომ კარგი შემოთავაზებები კვლავ ექნება", - განაცხადა მამუკა ჯუღელმა შეგახსენებთ, რომ საბამ "ლოკოსთან" ერთად ჩემპიონობა იზეიმა. წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და ჯგუგში "იუვენტუსთან" ერთად იასპარეზებს.  

სხვა სტატიები