Belive

მანჩესტერ იუნაიტედი აიაქსის ვარსკვლავით ინტერესდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ ნერეშით ინტერესდება. გავრცელებული ინფორმაციით, "წითელმა ეშმაკებმა" ნერეშის თაობაზე "აიაქსს" ოფიციალური წინადადებით მიმართეს. პრემიერ ლიგის გრანდი მზადაა ნერეშის სანაცვლოდ £46 მილიონი გადაიხადოს მაგრამ "აიაქსის" მესვეურებს £64 მილიონი სურთ. ამსტერდამელებმა უკვე დაკარგეს ფრენკი დე იონგი ("ბარსელონა") და მატეის დე ლიხტი ("იუვენტუსი"), რის შემდეგაც ერიკ ტენ ჰაგს კიდევ ერთი ვარსკვლავის დაკარგვის საფრთხე შეექმნა.

სხვა სტატიები