Belive

მანჩესტერ იუნაიტედი ასოციაციის თასის რეკორდსმენია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ასოციაციის თასის რეკორდი დაამყარა. "წითელმა ეშმაკებმა", "ნორვიჩი" სტუმრად, "ქეროუ როუდზე" დამატებით დროში, 2:1 დაამარცხეს და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. ეს შედეგი კლუბისთვის ისტორიული გამოდგა, რადგან "წითლები" მსოფლიოს ყველაზე ძველი ტურნირის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ოცდამეათედ მოხვდნენ. ამ მაჩვენებლით, ოლე გუნარ სულშერის გუნდმა "არსენალი" დაჯაბნა, რომელსაც 1/2-ფინალში აქამდე 29-ჯერ ეთამაშა. მესამე ადგილი ჩამონათვალში "ევერტონს" უკავია - "კანფეტებმა" ასოციაციის თასის ნახევარფინალში 29-ჯერ გააღწიეს. მათ მეზობელი "ლივერპული" 24 ნახევარფინალური დუელით მოჰყვებათ. ასოციაციის თასის მიმდინარე გათამაშებაში კიდევ ორი წყვილის შეხვედრებია გასამართი, სადაც ერთმანეთს "ლესტერ სიტი" და "ჩელსი", "ნიუკასლი" და "მანჩესტერ სიტი" უნდა შეხვდნენ. რაც შეეხება "შეფილდ იუნაიტედისა" და "არსენალის" დაპირისპირებას, აქ გამარჯვებული "მეთოფეები" გამოვიდნენ.

სხვა სტატიები