Belive

მანჩესტერ იუნაიტედი Vs. ბარსელონასა და აიაქსი Vs. იუვენტუსის მატჩების მსაჯები ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები მოახლოვდა და აქტუალური საკითხია მსაჯები, თუ რომელი მათგანი რომელ შეხვედრას განსჯის. უკვე ცობილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას, რომელიც 10 აპრილს "ოლდ ტრაფორდზე" შედგება, იტალიერლი ჯანლუკა როკი განსჯის. 45 წლის არბიტრი ძალიან გამოცდილია. მან თავისი სამსაჯო კარიერა 2000 წელს დაიწყო. სანაკრებო დონეზე დებიუტი 2008 წელს ჰქონდა. ჰოლანდიისა და საბერძნეთის 19 წლამდე ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრაში იმსაჯა. ამის შემდგომ ის უკვე ევროპულ საკლუბო ტურნირებზე მიიწვიეს და სტაბილურად მსაჯობს. ჯანლუკა როკიმ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მატჩები განსაჯა. ასევე იყო ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. იტალიელ მსაჯს ბარათების დარიგება უყვარს. 2019 წელს 8 თამაში იმსაჯა და მოთამაშეებს 46 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა. ცნობილია ასევე, რომ "აიაქსისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებას, რომელიც 10 აპრილს ამსტერდამში შედგება, კარლოს დელ სერო განსჯის. ესპანელი მსაჯის დებიუტი 2010 წელს შედგა. საერთაშორისო დებიუტი კი 2013-ში. 2019 წელს მან 13 თამაშში იმსაჯა. ამ მატჩების განმავლობაში 59 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები, წითელი კი არცერთი.  

სხვა სტატიები