Belive

მანჩესტერ იუნაიტედი და 20 მილიონი - მამარდაშვილის ინგლისში გადაბარგება რეალურია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანური და ინგლისური გამოცემები 16-17 აგვისტოს აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდეს. https://old.belive.ge/fexburti/aqtiurad-saqmeshi-ar-gvikhilavs-magram-damajereblad-ithamasha-rogor-ekhmaureba-espanuri-presa-mamardashvilis-thamashs/ მნიშვნელოვანია, რომ 21 წლის ქართველი მეკარის დამატება "წითელ ეშმაკებს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისშიც სურდათ, თუმცა "ვალენსიამ" ტალანტის შენარჩუნება და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა, ახლა კი, როგორც ინგლისურ პრესაში წერენ, მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში "ბრენტფორდთან" - 0:4 დამარცხდა, კლუბის ხელმძღვანელობამ დავიდ დე ხეას გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა და მის შემცვლელად სწორედ გიორგი მამარდაშვილს განიხილავს. https://old.belive.ge/fexburti/ra-gavlenas-iqoniebs-gedeshis-transpheri-mamardashvilis-momavalze/ as.com-ის ცნობით, გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ "ვალენსია" "მანჩესტერ იუნაიტედს 20-დან 30 მილიონ ევრომდე თანხის გადახდას სთხოვს. ცნობილი ხდება ისიც, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ინგლისურ გრანდს შორის მოლაპარაკებების პროცესი უკვე დაიწყო. https://old.belive.ge/fexburti/sezonis-gakhsna-da-mshrali-matchi-mamardashvilis-shephaseba-zhironasthan-shekhvedrashi/ საინტერესოა ისიც, რომ ყველაზე პრესტიჟულმა სატრანსფერო და სტატისტიკურმა პლატფორმამ, Transfermarkt-მა იმ ცნობების მიხედვით, რომელიც "წითლების" შესაძლო ტრანსფერების შესახებ ვრცელდება, "მანჩესტერ იუნაიტედის" პოტენციური სასტარტო შემადგენლობის გრაფიკული გამოსახულება გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.
No description available.
21 წლის გიორგი მამარდაშვილმა 2021/22 წლების სეზონში, “ვალენსიას” მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 22 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. https://old.belive.ge/fexburti/valensiam-lino-da-kastilekho-daaregistrira-magram-ara-mamardashvili/

სხვა სტატიები