Belive

"მანჩესტერ იუნაიტედი" კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ კლუბი კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა ორგანიზებულ დამნაშავეთა მხრიდან. კლუბმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც განმარტებულია, რომ "იუნაიტედი" კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა ორგანიზებულ დამნაშავეთა მხრიდან. კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა: "კლუბი ადასტურებს, რომ ჩვენს სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა. კლუბმა სასწრაფოდ მიიღო შესაბამისი ზომები შეტევის შესაჩერებლად და ახლა ექსპერტ-კონსულტანტებთან ერთად მუშაობს აღნიშნული ინციდენტის გამოსაძიებლად". " მსგავს შემთხვევებში კლუბს მთელი რიგი პროტოკოლები და პროცედურები აქვს განსაზღვრული, შესაბამისად, მსგავსი რისკებისთვის მომზადებულები ვიყავით". "ჩვენმა კიბერთავდაცვამ გამოავლინა შეტევა და გამორთო სისტემები, რათა შეემცირებინა ზარალი და დაეცვა მონაცემები". "წითელმა ეშმაკებმა" "ვესტ ბრომვიჩთან" გასამართ შეხვედრაზეც გააკეთეს კომენტარი და აღნიშნეს, რომ მიუხედავად თავდასხმისა, აღნიშნულ შეხვედრაში მაინც მიიღებენ მონაწილეობას. "იუნაიტედის" წარმომადგენელმა Press Association per Evening Standard - თან განაცხადა : "მსგავსი თავდასხმები სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ მათთან გასამკლავებლად".    

სხვა სტატიები