Belive

მანჩესტერ იუნაიტედი მადრიდის რეალს ვან დე ბეეკის ყიდვაში კონკურენციას გაუწევს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრესაში აქტიურად იწერება ნიჭიერი ნიდერლანდელის ტრანსფერთან დაკავშირებით. ვან დე ბეეკს ძირითადად მადრიდის "რეალს" უკავშირებენ, მაგრამ დღეს სპორტული გამოცემა "The sun" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ეშმაკები" "სამეფო კლუბს" დიდ კონკურენციას გაუწევენ. ამსტერდამის "აიაქსი" ნელ-ნელა იშლება. გასულ ზაფხულს კლუბი დე ლიხტმა და ფრენკი დე იონგმა დატოვეს. წელს ჰაკიმ ზიეჩმა გააფორმა "ჩელსისთან" კონტრაქტი და იმ ვარსკვლავური აიაქსიდან, რომელმაც წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეძლო გასვლა თითქმის არავინ დარჩა. ვან დე ბეეკი უკვე 23 წლის არის და სურს საკუთარი ძალები უფრო ძლიერ კლუბში გამოსცადოს. "იუნიტედმა" "აიაქსს" 36 მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა. როგორც ცნობილია მადრიდის "რეალი" უფრო მეტს იხდის. ჯერჯერობით ნიდერლანდელს საკუთარ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ძნელად სავარაუდოა, რომ "აიაქსმა" ვან დე ბეეკი 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს. ერთი რამ კი ნათელია, დონის სხვა კლუბში თამაში სურს. ყველაფერს ნათელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მოეფინება.

სხვა სტატიები