Belive

მანჩესტერ იუნაიტედი რონალდუსთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პირს მორგანთან კრიშტიანუს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და რონალდუს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ინგლისური კლუბი 37 ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტის გზებს ეძებს.

პირს მორგანთან საუბარში, პორტუგალიელმა სკანდალური განცხადება გააკეთა. რონალდუ მიიჩნევს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” უღალატა და ამ ღალატში მხოლოდ ერიკ ტენ ჰაგს არ ადანაშაულებს.

“მიღალატეს. “მანჩესტერ იუნაიტედმა” მიღალატა. ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, რადგან ჩემს მიმართ უპატივცემულობას ავლენს. ვგრძნობ, რომ მიღალატეს. თუ ვინმე პატივს არ მცემს, მაშინ არც მე ვარ ვალდებული პატივი ვცე.

სერ ალექსის წასვლის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედი” არ განვითარებულა – 0 პროგრესი, არაფერი შეცვლილა. ბრმები არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვერ ხედავენ, რომ დანახვა არ სურთ. ფანებმა სიმართლე უნდა იცოდნენ. კლუბისთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა, ამიტომაც დავბრუნდი მანჩესტერში. არსებობს ნიუანსები, რაც ხელს გვიშლის, რომ ვიასპარეზოთ ისე, როგორც “სიტი”, “ლივერპული” და ახლა უკვე “არსენალი” არიან”.

"იუნაიტედმა" განაცხადა, რომ კრიშტიანუს საქციელზე რეაგირება აუცილებლად ექნებათ. კლუბმა პარასკევს გამოაქვეყნა მოკლე განცხადება, რომელშიც წერია, რომ მათ საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგეს. ახლა უკვე ნათელია, რომ რონალდუს მანჩესტერიდან წასლა ყოველდღე უფრო რეალური ხდება.

სხვა სტატიები