Belive

მანჩესტერ იუნაიტედი სატრანსფერო პოლიტიკით ლივერპულს მიბაძავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო პოლიტიკას ცვლის. გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" სატრანსფერო კომიტეტს შექმნიან, რომელშიც ყოფილი ფეხბურთელები შევლენ და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას განსაზღვრავენ. ანალოგიური ორგანო (სატრანსფერო კომიტეტი) "ლივერპულში" დიდი ხანია მუშაობს. მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, კლუბის სპორტული დირექტორი მაიკლ ედვარდსი, სკაუტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დეივ ფოლოუსი და მეკარეების მწვრთნელი ჯონ აჰტერბერგი "ლივერპულის" პოტენციური ახალწვეულების თაობაზე ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას. წყაროს მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო კომიტეტში, რომელიც ოლე გუნარ სოლსკიაერს სასურველი ფეხბურთელების კანდიდატურებს შესთავაზებს "წითელი ეშმაკების" ყოფილი ფეხბურთელები შევლენ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ კომიტეტში დარენ ფლეტჩერს, რიო ფერდინანდსა და ნიკი ბატს ვიხილავთ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის მწვრთნელია. ახალი მოდელის დანერგვის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებს იმ რეპუტაციის შეცვლა სურთ, რომლის მიხედვითაც, კლუბი ზეშეფასებულ ფეხბურთელებში კოლოსალურად დიდ თანხებს ხარჯავს, რომელთაც შემდეგ განუსაზღვრელად მაღალი ანაზღაურება ენიშნებათ. მაგალითისთვის, "მანჩესტერში" ალექსის სანჩესი დაუჯერებლად დიდ ანაზღაურებას, კვირაში £500,000-ს იღებს (დაუბეგრავი თანხა).

სხვა სტატიები