Belive

მანჩესტერ იუნაიტედი შესაძლოა საუდის არაბეთის პრინცმა შეიძინოს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული მედიის თანახმად, საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" შეიძინოს. 33 წლის ბინ სალმანი, რომელიც მეფის შემდეგ საუდის არაბეთში რანგით მეორე ადამიანია, "მანჩესტერის" ამჟამინდელ მფლობელს, აბრაამ გლეიზერს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უნდა შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" საბაზრო ღირებულება £3 მილიარდს აჭარბებს და სავარაუდოა, რომ ბილ სალმანს გუნდის აქციების გარკვეული წილის შეძენა სურს.  

სხვა სტატიები