Belive

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს ხანგრძლივ კონტრაქტს შესთავაზებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედს" თავისი დროებითი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის დიდი ხნით დატოვება სურს. ნორვეგიელი სპეციალისტი "წითელ ეშმაკებს" დეკემბერში ჩაუდგა სათავეში და იმ დროიდან დაიწყო გუნდის წარმატებული პერიოდი. "მანჩესტერ იუნაიტედი" ზედიზედ 11 შეხვედრაში არ დამარცხებულა. ამ თერთმეტი შეხვედრიდან სოლსკიაერის შეგირდებმა 10 მოიგეს, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულეს. ამ წარმატებული სვლის შედეგად, "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა. გუნდი მე-4 პოზიციას იკავებს. სოლსკიაერის შემცვლელად ბევრი კანდიდატი სახელდებოდა, მათ შორის იყო "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო. თუმცა როგორც ჩანს, სოლსკიაერის დატოვება გადაწყვეტილი ამბავია. აქვე შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერის ნორვეგიული კლუბის, "მიოლდეს" ხელმძღვანელებმა მას ინგლისში დარჩენა და ფეხბურთით ტკბობა შესთავაზეს. "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "პსჟ"-ს ხვდება და თუ პარიზულ კლუბს ასპარეზობიდან გამოთიშავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ სოლსკიაერი გუნდში აუცილებლად დარჩება.

სხვა სტატიები