Belive

"მანჩესტერ იუნაიტედი" თანახმაა, კავანის 2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც "წითელმა ეშმაკებმა" 2019-20 წლის პრემიერ ლიგის სეზონი კარგად დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდნენ, დღის წესრიგში შემადგენლობის გაძლიერება დადგა. თუმცა "მანჩესტერმა" ჯერ გაძლიერება ვერ მოახერხა, ამ მომენტისათვის კლუბმა მხოლოდ დონი ვან დე ბეეკი შეიძინა, რომელიც "აიაქსიდან" დაიმატა. წარუმატებელმა მცდელობამ, რომ როგორმე "იუნაიტედს" სანჩო გაეფორმებინა, გულშემატკივრები გააღიზიანა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით კლუბმა ახალ შემტევთან მიაღწია შეთანხმებას. ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ედინსონ კავანი და ინგლისელები 2-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და კავანი პარიზიდან მანჩესტერში გაემგზავრება სამკურნალოდ. 33 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი აქტიურად იყო დაკავშირებული "მადრიდის ატლეტიკოსთან", მაგრამ როგორც ჩანს, ფეხბურთელმა პრემიერ ლიგა აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში უკვე არიან რაშფორდი, მარსიალი და იგალო, კავანი "მანჩესტერისთვის" ნამდვილად გამოსადეგი იქნება. ფაქტია, რომ ურუგვაელი ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური თავდამსხმელია. კავანი ახალაც მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია, მან 2019-20 წლის სეზონში "პსჟ"-ს შემადგენლობაში 22 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები