Belive

მანჩესტერ იუნაიტედი ვან-ბისაკას შეძენას ვერ ახერხებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასის" მარჯვენა მცველით, აარონ ვან-ბისაკათი დაინტერესდა, თუმცა ტრანსფერის განხორციელებას ვერ ახერხებს. 21 წლის მარჯვენა მცველის შეძენა "წითელ ეშმაკებს" 40 მილიონ ფუნტად სურთ, თუმცა "კრისტალ პალასი" ინგლისელში 60 მილიონ ფუნტს ითხოვს. მარცჯვენა მცველის პოზიცია "მანჩესტერ იუნაიტედში" პრობლემატურია. ანტონიო ვალენსიას ტრავმის შემდეგ ამ ფალნგზე მდგომარეობა დამძიმდა. იმ შემთხვევაში, თუ აარონ ვან-ბისაკა "მანჩესტერ იუნაიტედში" ვერ გადავა, გუნდი სხვა კანდიდატურებსაც განიხილავს. ასეთები კი "ტოტენჰემის" მარჯვენა მცველი, კიერან ტრიპიერი და "პსჟ"-ს განაპირა მცველი ტომას მუნიე არიან. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა. გუნდმა "სუონსიდან" შემტევი, დანიელ ჯეიმსი 15.5 მილიონ ფუნტად შეიძინა.

სხვა სტატიები