Belive

მანჩესტერ იუნაიტედი Vs. უოტფორდი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! პრემიერლიგის 32-ე ტურში გამოსაცნობი მატჩებია: "მანჩესტერ იუნაიტედი" Vs. "უოტფორდი" "ვესტ ჰემი" Vs. "ევერტონი" "ლივერპული" Vs. "ტოტენჰემი" სანაკრებო პაუზის შემდეგ, ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული საკლუბო ჩემპიონატის მოყვარულებს განსაკუთრებული მატჩები ელით. პრემიერლიგის 32-ე ტურის შეხვედრები 30 მარტს აიღებს სტარტს. გასულ ტურში "არსენალთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ კედლებში შეეცდება "უოტფორდის" დამარცხებას. პრემიერლიგის ოთხეულში მოსახვედრად "წითელ ეშმაკებს" გამარჯვება ესაჭიროებათ და "ოლდ ტრაფორდზე" ფავორიტის სტატუსით სარგებლობენ. ორ გუნდს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა "უოტფორდს" ნებისმიერი მეტოქისათვის შეუძლია ქულების ართმევა.

საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ:

  • პრემიერლიგის ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 მატჩიდან - 4 "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა. 1 შეხვედრაში კი "უოტფორდმა" გაიმარჯვა. 
  • პრემიერლიგის ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 მატჩიდან - 4 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა გახსნეს ანგარიში. 1 დაპირისპირებაში კი "უოტფორდმა" შეძლო პირველი გოლის გატანა. 
  • პრემიერლიგის ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში მარკუს რეშფორდმა და ეშლი იანგმა 2-2 გოლი გაუტანეს "უოტფორდს".
  • პრემიერლიგის ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობა "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ მეტყველებს (10:6). 
  • პრემიელიგის მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო სნაიპერი რომელუ ლუკაკუა (12). "უოტფორდის" ყველაზე შედეგიან მოთამაშეს, ტროი დინის 8 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები