Belive

მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარმა სეზონური აბონიმენტი დაჭრა (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპის სუპერ ლიგის დამფუძნებელ კლუბებს შორის "მანჩესტერ იუნაიტედიც" მოხვდა, "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთმა ქომაგმა სეზონური აბონიმენტი დაჭრა და გადააგდო. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ევროპის სუპერ ლიგის დამაარსებელ 12 კლუბს შორის მყოფთა გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ გუნდებს პროტესტს სხვადასხვა ფორმით უცხადებენ. ასევე იხილეთ: Money, Money, Money” – ლივერპულის ფეხბურთელებს ABBA-ს ცნობილი ჰიტით დახვდნენ (ვიდეო) "1995 წლიდან ამ კლუბს ვგულშემატკივრობ, თუმცა თქვენ ჩემს ხმას ვეღარ გაიგონებთ, ვიდრე ამ ყველაფრის გავლენის ქვეშ იქნებით" - წერს გაბრაზებული ფანი Twitter-ში.

ევროპის სუპერ ლიგის შექმნას ხელი უკვე ევროპის 12-მა გრანდმა მოაწერა, რომელსაც კიდევ სამი კლუბი უნდა დაემატოს. საერთო ჯამში, ტურნირი 20 კლუბს გააერთიანებს, სადაც ხუთი ადგილი ვაკანტური იქნება და მას კლუბები შიდა ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გაითამაშებენ.

სხვა სტატიები